თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დღეს ოფიციალურად დაიწყო. გაიმართა საზეიმო ღონისძიება. ახალგაზრდებს სწავლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა მიულოცა. აღინიშნა, რომ დაგეგმილია არაერთი სიახლე, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებებით.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში დაჯილდოვდა ყველაზე მაღალრეიტინგული პირველსემესტრელი, რომელსაც უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქარი გადაეცა.