ახალი ონკოლოგიური ცენტრი

ლუბლიანას 21 ნომერში ახალი ონკოლოგიური ცენტრი აშენდება. კლინიკა სრულად იქნება ორიენტირებული ონკოლოგიისა და რადიაციული თერაპიის სერვისებზე. მიზანია, გაიზარდოს მკურნალობის ხელმისაწვდომობა.

პროექტი თოდუას კლინიკამ წარადგინა. ცენტრი 8 სართულზე განთავსდება და პაციენტებს ერთ სივრცეში მიაწვდის მკურნალობის სრულ ციკლს, დიაგნოსტიკიდან ქიმიოთერაპიამდე. გახსნა 2027 წელს არის დაგეგმილი.