გიორგობის დღესასწაული

21:55, 23.11.2026

ქვეყნის მფარველი წმინდანი, ქრისტიანობისთვის წამებული უძლეველი მხედართმთავარი, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლო – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს.

23 ნოემბერს ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამებას იხსენებს. ღვთისმსახურება ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქმა. ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ბევრი ისაუბრა წმინდა გიორგის, როგორც უფლისთვის მრავალი სატანჯველის დამთმენი, ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედრის ღვაწლზე და ქრისტიანული ცხოვრების არსზე გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი