ინიციატივა სუროგაციის აკრძალვაზე – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

15:10, 23.11.2026

საქართველოში სუროგაციის სერვისის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. 

მმართველი გუნდი მიზეზად უსაფრთხოებასა და კონტროლის მექანიზმების არარსებობას ასახელებს. „ქართული ოცნების“ განმარტებით, საქართველოში სუროგაციით მოსარგებლეთა 98 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ხელისუფლების თქმით, არ არის შეზღუდული იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ეს ბავშვები გაჰყავთ, სახელმწიფოს კი არ აქვს ბერკეტი, გააკონტროლოს, რა ბედი ეწევათ ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ ახალშობილებს საზღვარგარეთ. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ცვლილება არ შეეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას. საკითხზე ხელისუფლებას აქტიური კომუნიკაცია აქვს საპატრიარქოსთან.

ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სუროგაციის სრული აკრძალვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება.

მსგავსი