დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:18, 23.11.2026

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან სამი პირი ისევ კლინიკაში რჩება. ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიასა და 11 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ხუთი პირი. 

მსგავსი