ყველაზე მძიმე რეალობა აშშ-შია – დაღუპულია 23 000-ზე მეტი და დაინფიცირებულია თითქმის 600 000 ადამიანი. საგანგაშო ციფრების მიუხედავად, მომდევნო თვიდან, შესაძლოა, საგანგებო ზომები გაუქმდეს, რაც ხელისუფლების შიგნით უკვე აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.
შეზღუდვებს ნაწილობრივ არბილებენ ევროპის ის ქვეყნებიც, რომლებიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრში არიან. ზოგიერთ ქვეყანაში კი საკარანტინო რეჟიმი პირიქით გახანგრძლივდა. დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდ-19“-ით მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 121 ათასამდე მოქალაქე.