ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი ყოველდღიურად იკლებს. ბოლნისის გარდა, ქვეყნის მასშტაბით ბოლო ერთ დღეში მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან შემოვიდა, ზესტაფონში ჩასვლის შემდეგ კი, სიმპტომები გამოუვლინდა. მისი საკონტაქტო წრე ახლა კვლევის საგანია. ეს ბოლო დღეებში ტრაილერის მძღოლის დაინფიცირების უკვე მეორე ფაქტია. დაავადების გავრცელების მასშტაბების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, უცვლელია ტესტირების პროტოკოლი. ყოველდღიურად ლაბორატორიებში 2 000-მდე ადამიანის საკვლევი მასალა იგზავნება.