საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების რიგით მეშვიდე ეროვნული კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსში საქართველოს მასშტაბით 160-ზე მეტი გუნდი მონაწილეობს. მეორე ფინალური ტურისთვის ჟიურიმ გამორჩეული საგუნდო კოლექტივები შეარჩია. კონკურსის მიზანი აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია და ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვაა.