ახალციხეში, სპორტულ სკოლასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მიმდინარეობს

ახალციხეში, სპორტულ სკოლასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი. ავტომანქანა ახალციხის საკრებულოს დეპუტატს ეკუთვნის. ამბარცუმ ბაბოიანს შემთხვევის მიზეზებზე საუბარი უჭირს. დეპუტატი ამ წუთებში გამოძიების კითხვებს პასუხობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.