აფეთქება ახალციხეში

ახალციხეში, სასპორტო სკოლასთან, აფეთქების ადგილზე ამ დროისთვის, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოამბის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი.

მომხდარის ადგილზე იმყოფება მსუბუქი ავტომობილის მფლობელი, ახალციხის საკრებულოს დეპუტატი. ამბარცუმ ბაბოიანს შემთხვევის მიზეზებზე საუბარი უჭირს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.