ამ წუთებში თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების თვითმხილველებს ძველი თბილისის პოლიციაში ჰკითხავენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვა-გამოყენებასა და მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი პირი. საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ხატია ჯამალაშვილი იმყოფება ძველი თბილისის პოლიციასთან და დეტალებზე სწორედ ის ისაუბრებს.