ადვოკატ გიორგი სიმონიშვილის გადასარჩენად საქველმოქმედო საღამო გაიმართა

ადვოკატ გიორგი სიმონიშვილის გადასარჩენად, საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები და კარიკატურული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. შემოსული თანხა მთლიანად გიორგის ოპერაციას მოხმარდება.

გიორგი სიმონიშვილს მიმდინარე წელს მძიმე დაავადება დაუდგინდა. ამჟამად ის მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას და სრული კურსის ჩასატარებლად, 250 000 ევროა საჭირო.

საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და მკურნალობისა და საჭირო თანხების მოძიების მიზნით, სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებების გამართვა მომავალშიც იგეგმება.

TBC
GE73TB7242936515100013

საქართველოს ბანკი:
GE85BG0000000749330100

მიმღები: მარიამ სიმონიშვილი.