აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო. სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. უწყება არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვასა და პროგრამულ ცვლილებებს გეგმავს; ამოქმედდება ახალი პროგრამა – მოხუცთა დღის ცენტრი; ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის კი მედიკამენტები სრულად დაფინანსდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია სკრინინგები ზრდასრულებსა და მოზარდებში; დაფინანსდება მხედველობის დარღვევების ადრეული გამოვლენა სამიზნე ჯგუფში და სხვა.