საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალავახშამზე უმასპინძლა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება. ფორუმს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2 000-მდე დელეგატი ესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.