9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

საქართველო ისტორიულ თარიღს აღნიშნავს. 73 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, გამთენიისას გერმანიამ საბჭოთა კავშირთან კაპიტულაციის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ადგილი თბილისში უცვლელია.

ომის ვეტერანები ტრადიციულად ვაკის პარკში შეიკრიბნენ და ხელისუფლების პირველ პირთა მისალოცი ტექსტები მოისმინეს.

მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა ომმა ჩვენს ქვეყანაზე უმძიმესი კვალი დატოვა.

საქართველომ საომარ მოქმედებებში 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა. ომის უმძიმესი დღეები და არანაკლებ მძიმე შემდგომი პერიოდი ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს.