80 წელი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან. ომის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს ვარშავაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩავიდნენ. პოლონეთის დედაქალაქში, სადაც მძიმე ისტორიულ წარსულს იხსენებდნენ და ძალადობას გმობდნენ, რუსული აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემაა. სწორედ ამ კონტექსტში, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, თავის გამოსვლაში, საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე, მსოფლიო ლიდერებს ოკუპაციისა და პროვოკაციების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა და თქვა, რომ ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მშვიდობის შენარჩუნების გზა ვერ იქნება.
ღონისძიებას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ბულგარეთისა და ესტონეთის ლიდერთან, ასევე შეხვდა ვლადიმერ ზელენსკის, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიიწვია.
პოლონეთში მუშაობს და მიმდინარე ღონისძიებებს აშუქებს ვიკა ბუკია.