78 წლის ასაკში ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

ცნობილი კომენტატორი, ჟურნალისტი და საქართველოს პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“.

ჯამლეტ ხუხაშვილი დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად, საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი. ის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.