ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

ებრაული ისტორიის მუზეუმში ჯამლეტ ხუხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ. საღამოზე ჯამლეტ ხუხაშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. სტუმრებს სიმბოლური ჯილდოებიც გადაეცათ, რის შემდეგაც საბავშვო ანსამბლმა „ლაშქარმა“ ცეკვა შეასრულა.

სპორტული კომენტატორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოს ადგილიც სიმბოლურად შეირჩა – ჯამლეტ ხუხაშვილი ებრაული მუზეუმის აღორძინების საბჭოს თავმჯდომარე იყო და მას მუზეუმის რესტავრირებაშიც მიუძღვის წვლილი.

თბილისის საპატიო მოქალაქე 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველ და ებრაელ ხალხთა ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.