5 ივლისს საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე და სხვა მედიასაშუალებებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვებს და ბრალდებულთა ნაწილი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს, რის შემდეგაც სავარაუდოდ მოსამართლე სათათბიროდ გავა. ასევე, დღეს დასკვნით სიტყვებს იტყვიან „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფზე და „ტვ პირველის“ ოპერატორზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულებიც.
შეგახსენებთ, 5 ივლისს მედიასაშუალებებზე განხორციელებული ძალადობის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს.