42° პარალელი - ისრაელის უსაფრთხოების სტრატეგიები / ავღანური გამოწვევა საერთაშორისო სასამართლოს / ინდოეთის არჩევნები
22:00, 11.05.2019
- ისრაელის უსაფრთხოების სტრატეგიები – რას გულისხმობს პერიფერიის დოქტრინა? – დაარსებიდან დღემდე, ისრაელს საკუთარი არსებობისთვის უმეტესწილად მტრულ გარემოში, უსაფრთხოების სტრატეგიებისა და რეგიონული პოლიტიკის სხვადასხვაგვარი კომბინაციების შემუშავება უწევდა. შერჩეული მიდგომებიდან რამდენიმე დღესაც ისრაელის უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი რეგიონული კონფიგურაციების ცვალებადობის გამო ისტორიას შემორჩა. შოთა თხელიძის სიუჟეტი.
- ავღანური გამოწვევა საერთაშორისო სასამართლოს – ინტერვიუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთან, ფადი ელ აბდალასთან. ინტერვიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე.
- ინდოეთის არჩევნები – ინტერვიუ პროფესორ ნივედიტა მენონთან – ინდოეთში, 11 აპრილს დაიწყო საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებსაც 23 მაისს გავიგებთ. თითქმის 900 მილიონი ადამიანი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს. საპარლამენტო არჩევნების და ინდოეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესახებ რეზი ქოიავა ესაუბრა ინდოელ პოლიტოლოგს, ჯავაჰარლარ ნერუს უნივერსიტეტის პროფესორს ნივედიტა მენონს.