42° პარალელი - "ევროპის მივიწყებული იდეა"

ევროპის სახელმწიფოებს შორის ისტორიული მტრობა, მუდმივად ომების და კონტინენტის დესტაბილიზაციის მიზეზი იყო. არაერთი ინტელექტუალი თუ პოლიტიკოსი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად, ევროპის შეერთებული შტატების შექმნას მიიჩნევდა. ამ იდეასა და სულისკვეთებას დაეფუძნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული ინტეგრაციაც, რომელმაც 70 წლიანი მშვიდობა მოიტანა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და მასზე საპასუხო ქმედებებმა ევროკავშირში სტრუქტურული მოწყობის პრობლემა წარმოაჩინა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია ძველ იდეასთან, ევროპის შეერთებული შტატების იდეასთან დაბრუნების გარეშე, რომელიც დღეს გამქრალია ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკიდან. მათე გაბიცინაშვილის სიუჟეტი