საპრეზიდენტო დებატებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, რადგან მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები საარჩევნო ციკლის ფინალურ ეტაპზე იმართება და დებატები ერთგვარად აჯამებს იმ საერთო ემოციურ ფონს, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში იქმნება.
მათე გაბიცინაშვილი მოგვიყვება ამერიკის საპრეზიდენტო დებატების შესახებ, ისტორიულად თუ როგორ იქცა დებატები მნიშვნელოვან მოვლენად და პოლიტიკური კულტურის ცვლილებასთან ერთად როგორ დაემსგავსა ის თეატრალურ სანახაობას, სადაც შინაარსზე უფრო მეტად, ფორმა და შოუს ელემენტები დომინირებს.
42° პარალელი