42° პარალელი - დავა კურილიის კუნძულებზე / ვენესუელა სამოქალაქო ომის ზღვარზეა / დავოსი და ჯადოსნური მთა
  • დავა კურილიის კუნძულებზე – მეორე მსოფლიო ომმა ევრაზიაში მთელი რიგი ახალი სასაზღვრო დავები წარმოქმნა, დროთა განმავლობაში მათი ნაწილი მშვიდობიანად, მოლაპარაკებების საფუძველზე გადაწყდა. მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელი რუსეთსა და იაპონიას შორის კურილიის კუნძულებზე, იაპონიისთვის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე დავა, ჯერ კიდევ გადაუჭრელია. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • ვენესუელა სამოქალაქო ომის ზღვარზეა – დასავლური სამყაროს ნაწილი, მათ შორის საქართველო ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებს და მადუროს ლეგიტიმურობას არ ცნობს. რუსეთმა მადუროს ავტორიტარული რეჟიმის დასაცავად ვენესუელაში დაქირავებული მებრძოლები, „ვაგნერის“ ჯგუფი გაგზავნა, რომელთაც გამორჩეული სისასტიკის გამო მფატრავებს უწოდებენ. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
  • დავოსი და ჯადოსნური მთა – დავოსში მსოფლიოს ფინანსური და პოლიტიკური ელიტა ყოველწლიურად იკრიბება, რათა იპოვოს პასუხები ჩვენი ეპოქის მთავარ გამოწვევებზე. ისინი საუბრობენ გლობალიზაციის მეოთხე ტალღაზე, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს ყოველდღიურობას. მათე გაბიცინაშვილი გვიყვება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესახებ, რომელიც თომას მანის „ჯადოსნური მთის“ საუკეთესო მეტაფორაა.

42° პარალელი