42° პარალელი - ატლანტიციზმის კრიზისი - ევროპული არმიის პერსპექტივა / კრიზისი აზოვის ზღვაში / „ყვითელი ჟილეტების“ ფრანგული ამბოხი
  • ატლანტიციზმის კრიზისი – ევროპული არმიის პერსპექტივა – მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში ორი გრანდ იდეა პერიოდულად აქტუალურობას იძენს ხოლმე. პირველი მათგანი ევროპული ფედერციის, ხოლო მეორე ევროპული არმიის ჩამოყალიბებაა. უკანასკნელ ათწლეულში განვითარებულმა მოვლენებმა ფედერალიზმის იდეა თაროზე შემოდო, მაგრამ სამაგიეროდ საერთო ევროპული არმიის შექმნა კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა. ამჯერად იდეის მთავარი აპოლოგეტი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • კრიზისი აზოვის ზღვაში – ინტერვიუ რეზი ქოიავასთან
  • „ყვითელი ჟილეტების“ ფრანგული ამბოხი – მსოფლიო მედიის ყურადღება საფრანგეთში ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ ამბოხმა მიიპყრო. 2 კვირის მანძილზე 300 000-მდე მოქალაქე მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. რას წარმოადგენს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა და როგორია მათი პოლიტიკური პროტესტის მომავალი, ამის შესახებ მათე გაბიცინაშვილი გიამბობთ.

42° პარალელი