42° პარალელი - 40 წელი ირანის ისლამური რევოლუციიდან / „დომინოს ეფექტი“ / "Doveriai No Proveriai"
- 40 წელი ირანის ისლამური რევოლუციიდან – ირანის რევოლუცია, რომელიც იმ დროის საერთაშორისო საზოგადოებისთვის აბსოლუტურ მოულოდნელობას წარმოადგენდა, სიტუაციის კომპლექსურობამ და სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობამ განაპირობა. მაგრამ რევოლუციის ანატომიის გასააზრებლად მნიშვნელოვანია იმ სოციალური და პოლიტიკური პროცესებზე დაკვირვება, რომელთა განვითარება ჯერ კიდევ ირანის რევოლუციამდე საუკუნით ადრე დაიწყო. შოთა თხელიძის სიუჟეტი
- „დომინოს ეფექტი“ – რას გამოიწვევს INF შეთანხმების ჩაშლა – შეიარაღების საერთაშორისო კონტროლის სფეროში ახალი ფურცელი გადაიშალა. ახალი შეთანხმებები უნდა იყოს არა ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი, გაითვალისწინოს შეიარაღების სისტემების არა იმდენად რაოდენობრივი, რამდენადაც ხარისხობრივი პარამეტრები, გააჩნდეს კონტროლის სრულიად სხვა მექანიზმები. მოლაპარაკება შეიძლება ყველაფერზე, თუმცა ეს უპირველეს ყოვლისა მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვან დროს და მოთმინებას, რადგან საჭიროა პროცესში ჩინეთის და სხვა ბირთვული ქვეყნების ჩართვა და იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ მათი ბირთვული პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ამერიკის და რუსეთის პოტენციალს. ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში სწრაფი გადაწყვეტა არ არსებობს. რევაზ ქოიავა მოკლე და საშუალო რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმების ჩაშლის და შეიარაღების კონტროლის სამომავალო პერსპექტივების შესახებ.
- “Doveriai No Proveriai” – რას მოიცავდა 1987 წელს დადებული შეთანხმება მოკლე და საშუალო მანძილზე მფრენი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ? გიორგი გვიმრაძის სიუჟეტი
42° პარალელი