ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახი ალტერნატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაციენტს ალერგიული კანი ჰქონდა და აცრა არ უნდა გაკეთებულიყო.
ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ „ახლა მზადდება ექსპერტიზის დასკვნა და ოჯახს უნდა ალტერნატიული ექსპერტიზა. უფლებადამცველის ინფორმაციით, დასკვნის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მნიშვნელოვანია, თუ ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება.
ბარამაშვილი მიიჩნევს, რომ ვინმეზე „ხელის შეწმენდა“ არ უნდა მოხდეს. ადვოკატის თქმით, ოჯახს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსს სავარაუდოდ, დღეს მიანიჭებენ, რის შემდეგაც მათ საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.