26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს დაზარალებულების ჩვენებებით გაგრძელდა.

სახალხო კრების წევრმა ზურაბ ბიბლაიამ სასამართლოზე თქვა, რომ 2011 წელს, აქციის დარბევის მიზნით, წყლის ჭავლი და გაზის ბალონები გამოიყენეს. ამ მოწმის გარდა, ერთ-ერთმა დაზარალებულმა, სხდომის დაწყებამდე 26 მაისის მოვლენები ჟურნალისტებთან გაიხსენა. ზურაბ იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წელს მან თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაზარალებული ითხოვს, რომ დაისაჯონ 26 მაისის აქციის დარბევის ორგანიზატორები.

საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი.