ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ. მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების მისაღებად მოქალაქეებს აფთიაქებში მისვლა აღარ მოუწევთ და წამლები მათ იმ კლინიკაში დახვდებათ, სადაც სამედიცინო პროცედურებს იტარებენ. პროცესის მიმდინარეობას დღეს ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძე „ამერიკულ ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა. სიახლე ძალაში 24 ივლისიდან შევიდა.