თბილისში „ლეილა მესხის სახელობის ტურნირი“ იმართება. საერთაშორისო შეჯიბრი გოგონათა და ვაჟთა შორის როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში იმართება. წინა წლებთან შედარებით, შეჯიბრების მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა – თბილისში სხვადასხვა კატეგორიაში მთავარი ჯილდოსთვის ევროპის, ამერიკისა და აზიის 20 ქვეყნის 120 სპორტსმენი იბრძვის.