ონკოპაციენტების ნაწილის პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან – მათი მოთხოვნაა, საჭირო რაოდენობით ხელმისაწვდომი იყოს ყველა აუცილებელი მედიკამენტი. ისინი პრემიერთან შეხვედრას ელოდებიან. შეკრებილების თქმით, აქცია 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება.
ამ პროტესტით ონკოპაციენტები გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აქტიურად მუშაობენ, რომ მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი და ონკოლოგიური პაციენტების უფლებები იყოს დაცული.