14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რაც მოსამართლემ გაიზიარა. ადვოკატი კი 5000-5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდებულებს, აღიარებითი ჩვენების მიუხედავად, სასამართლო პროცესზე სიტყვით არ უსარგებლიათ. ორივე დაკავებულს ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება.