იმუნიზაცია რეგიონებშიც მიმდინარეობს – გურიაში „სინოფარმით“ აცრა დილიდან დაიწყო. ვაქცინა პირველმა სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი სახოკიამ და მისმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფიშვილმა გაიკეთეს.
კლინიკა „მედალფას“ დირექტორის თქმით, ვაქცინაციისთვის მომდევნო ოთხი დღე მთლიანად შევსებულია.