დღეს „112“-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს თარიღი „112“-ის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიულოცა. დღესვე ცენტრის ოთხი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.