პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მთავრობა ამ შემადგენლობით სულ 2-3 კვირა იმუშავებს. დღეს მინისტრობის 14-ვე  კანდიდატი პროგრამას წარადგენს. თუმცა მათგან ვის მოუწევს უახლოეს პერიოდში დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ წარდგომა, უცნობია. დარჩება თუ არა თეა წულუკინი მთავრობის ახალ შემადგენლობაში,  ეს ბოლო პერიოდში ხშირად გაჟღერებული შეკითხვაა. ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენენ.