ტეგი: მსოფლიო

კირ სტარმერი - აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა, გადავწყვიტეთ, დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ ირანის დარტყმები რეგიონში
ემანუელ მაკრონი - აშშ-ისრაელის დარტყმებმა რეგიონში უპრეცედენტო ესკალაცია გამოიწვია, ირანის საპასუხო სარაკეტო შეტევებმა არაპროპორციულად დაარტყა სამიზნეებს, ჩვენ პარტნიორების გვერდით დგომას ვაგრძელებთ
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში ირანის რაკეტები და დრონები გამოყენებამდე ირანის ტერიტორიაზე გაანადგურონ
დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდება
დონალდ ტრამპი - ირანში ოპერაციის დროს მსხვერპლს ველოდით, სამი გვყავს, მაგრამ საბოლოოდ ეს მსოფლიოსთვის დიდი გარიგება იქნება, შეიძლება, ბევრი კარგი შედეგი იყოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ირანში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, ირანელი ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ დიდი ხანი იდგა მარტო, მნიშვნელოვანია, ცვლილებების ეს შანსი სწორად იქნეს გამოყენებული
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - აბუ დაბის პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად საამიროების ბაზასთან მდებარე ჩვენი საზღვაო ბაზის ანგარი დაზიანდა, მსხვერპლი არ არის
ევროკავშირში ირანის მიერ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას „მიუღებლად“ აფასებენ და დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავენ, ყველა მხარეს კი მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებს B-2-ის ტიპის ბომბდამშენებმა დაარტყეს
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის ლიდერებს ესაუბრა
ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა
„ბიბისი“ - უზენაესი ლიდერის ასარჩევად 88 სასულიერო პირის შეკრება სარისკოა, ვიდრე ირანი შეტევების ქვეშაა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, შეიძლება, „ერთ-ორ დღეში“ მიიღონ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მწუხარებით შევიტყვე, რომ აიათოლა ალი ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ის, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს
ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს
აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს - „გარიგება ხელმოსაწერად მზად იყო, მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, მიზანს მიაღწიეს“
კატარიდან მოქმედმა დიდი ბრიტანეთის Typhoon-ის ტიპის გამანადგურებელმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, ირანში გარდამავალი პერიოდი წარმართოს
დონალდ ტრამპი - ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, დანარჩენებსაც მივყვებით, მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე
დონალდ ტრამპი - არავის სჯერა, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ, ირანში ერთდროულად 48 ლიდერია მოკლული