საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - აბუ დაბის პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად საამიროების ბაზასთან მდებარე ჩვენი საზღვაო ბაზის ანგარი დაზიანდა, მსხვერპლი არ არის
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი კატრინ ვოტრენი აცხადებს, რომ აბუ დაბის პორტზე თავდასხმის შედეგად საფრანგეთის საზღვაო ბაზის ანგარი დაზიანდა.
„უპილოტო საფრენი აპარატებით აბუ დაბის პორტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საამიროების ბაზასთან მდებარე ჩვენი საზღვაო ბაზის ანგარი დაზიანდა. დანაკარგი მხოლოდ მატერიალურია, მსხვერპლი არ არის“, – წერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი.
ვოტრენი ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ძალები სრულ მზადყოფნაშია, რადგან სიტუაცია სწრაფად იცვლება.