დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის ლიდერებს ესაუბრა
დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის ლიდერებს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარი გამართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

როგორც ლევიტის სოციალურ ქსელში წერს, ტრამპი ასევე ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს და ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ ხალიფას.

„დღეს პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს“, – წერს ლევიტი სოციალურ ქსელში.

კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს ლიდერებმა, უცნობია.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში იმყოფება, თუმცა, სავარაუდოდ, დღეს თეთრ სახლში დაბრუნდება.