დონალდ ტრამპი – ირანში ოპერაციის დროს მსხვერპლს ველოდით, სამი გვყავს, მაგრამ საბოლოოდ ეს მსოფლიოსთვის დიდი გარიგება იქნება, შეიძლება, ბევრი კარგი შედეგი იყოს

00:39, 02.03.2026

ასეთ ოპერაციაში მსხვერპლს ველოდით. სამი გვყავს, მაგრამ საბოლოოდ ეს მსოფლიოსთვის დიდი გარიგება იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ირანში მიმდინარე ოპერაციისას აშშ-ის დანაკარგებზე საუბრისას აღნიშნა.

ამასთან, კითხვაზე, რა შედეგის ნახვა სურს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება, ბევრი კარგი შედეგი იყოს. პირველი, ირანის ხელმძღვანელობის განადგურება, მკვლელებისა და ბანდიტების მთელი ჯგუფის მოშორება“.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანელი ოფიციალური პირები დაინტერესებულნი იყვნენ აშშ-თან მოლაპარაკებების გაგრძელებით, თუმცა არ დაუკონკრეტებია, შეაჩერებს თუ არა აშშ ამისთვის დარტყმებს.

„არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ისინი ჩვენს დაკმაყოფილებას“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა.

მსგავსი