აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა
ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს ინფორმაციას.
„კიდევ რამდენიმემ ნამსხვრევებით მიიღო მსუბუქი დაზიანებები, ტვინის შერყევა და ამჟამად სამსახურში დაბრუნების პროცესშია. გრძელდება ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც. ვითარება არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
CENTCOM Update
TAMPA, Fla. – As of 9:30 am ET, March 1, three U.S. service members have been killed in action and five are seriously wounded as part of Operation Epic Fury.
Several others sustained minor shrapnel injuries and concussions — and are in the process of being…
— U.S. Central Command (@CENTCOM) March 1, 2026