დონალდ ტრამპი – არავის სჯერა, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ, ირანში ერთდროულად 48 ლიდერია მოკლული

21:41, 01.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად ირანის 48 მაღალჩინოსანია მოკლული.

„არავის სჯერა, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთდროულად არის მოკლული“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია სწრაფად მიმდინარეობს.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ ირანის ახალ ლიდერებს „მასთან საუბარი სურთ და თავადაც დათანხმდა“.

 

მსგავსი