დონალდ ტრამპი - ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, დანარჩენებსაც მივყვებით, მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი გაანადგურეს და ჩაძირეს.
„ახლახან მაცნობეს, რომ ჩვენ გავანადგურეთ და ჩავძირეთ ირანის საზღვაო ფლოტის ცხრა გემი, რომელთაგან ზოგიერთი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი იყო. დანარჩენებსაც მივყვებით, ისინიც მალე იქნებიან ზღვის ფსკერზე“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული დარტყმის შედეგად ირანის საზღვაო ძალების შტაბ-ბინა მნიშვნელოვნად დაზიანდა.