პროექტების მიღება
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტების მიღებას გამოეხმაურა 48 საპროდიუსერო-შემოქმედებითი ჯგუფი. შემოსული 48 პროექტიდან შვიდ პროექტს არასრულად ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
41 პროექტი განსახილველად გადაეცა შესარჩევი კომისიის წევრებს.
შემოსული მასალების გაცნობის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, ხუთი პროექტის პროდიუსერებთან და ავტორებთან ჩატარდა გასაუბრება-პრეზენტაცია. ავტორებმა დეტალურად წარადგინეს პროექტები. დაზუსტდა პროექტების საწარმოო პოტენციალი.
გამარჯვებულად გამოცხადდა ლუიჯი პირანდელოს ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი პროექტი „სავსე სიცარიელე“; პროდიუსერი კონსტანტინე (მინდია) ესაძე, რეჟისორი – ირინე ჯავახიძე.