ტელედოკი

ყოველკვირეული დოკუმენტური ჩანახატი (ფილმი, რეპორტაჟი, მოზრდილი სიუჟეტი) ადამიანებზე, რომლებიც აქტუალურ და საინტერესო  საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და/ან სოციალურ ცხოვრებაში არიან  ჩართულები; მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, პრობლემებზე, ფიქრებზე, ოცნებებსა და იდეალებზე.

საინტერესო გმირების გარდა, ამ ჩანახატებმა უნდა შემოგვინახოს ეპოქის ატმოსფერო, გვაგრძნობინოს მიმდინარე ისტორიული კონტექსტი, განწყობა, დროის „სურნელი“. თითოეული ჩანახატი იქნება ჩვენი დროის უტყუარი დოკუმენტი და ერთგვარი მასალა, ან იმპულსი მომავალი დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისთვის, ისტორიული თუ სოციალური კვლევებისთვის და ა.შ.

ჩანახატების თემატიკა თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი კორპორატიული და პოლიტიკური შემადგენლისაგან, არ უნდა შეიცავდეს შეურაცხმყოფელ განცხადებებს, საეჭვო ინტერპრეტაციებსა და დასკვნებს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი იდეები [email protected] -ზე, გახდით ტელემემატიანე.

წარმოება

ტელედოკის თითოეული ჩანახატის წარმოების ვადა – 14 დღე:

  1. მოსამზადებელი – 2 დღე
    1. ჯგუფი: პროდიუსერი, რეჟისორი, ოპერატორი
  2. გადაღება (მივლინების ჩათვლით) – 5 დღე
    1. ჯგუფი: რეჟისორი, ოპერატორი, ხმა, მძღოლი
  3. მონტაჟი – 5 დღე
    1. ჯგუფი: რეჟისორი, მემონტაჟე
  4. საეთეროდ მომზადება – 2 დღე
    1. ჯგუფი: მემონტაჟე, პროდიუსერი