რეგულაციები | ნორმატიული აქტები

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონი

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფუძნებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. შესაბამისად, კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივ სტატუსს, ხელმძღვანელ ორგანოებს, შინაარსობრივ ვალდებულებებს, საქმიანობის პრინციპებს (სარედაქციო დამოუკიდებლობა, ტელერადიოპროდუქციის და მასთან დაკავშირეული მომსახურების შესყიდვა, საქმიანობის საჯაროობა და ა.შ.), პროგრამული პრიორიტეტების მიღების წესს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოების თანამდებობაზე არჩევის და გათავისუფლების წესებს და ფუნქციებს.

კანონი ასევე განსაზღვრავს სამაუწყებლო რეკლამის (კომერციული, სოციალური და წინასაარჩევნო რეკლამის) საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებისა და გავრცელების წესებს და მაუწყებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი”

დამტკიცებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის დადგენილებით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე სხვა მაუწყებლების მიერ პროგრამის მომზადებისა და გადაცემის პრინციპებს, წესებსა და სახელმძღვანელო რეკომენდაციებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა, რომელზეც საქართველოს პირველი არხის გუნდმა და UN Woman-ის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობს საზოგადოებას: მაღალი ხარისხის, მრავალფეროვან, სიღრმისეულ მედიაპროგრამებსა და მომსახურებას საზოგადოების სხვადასხვა წრის ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით, პროდუქციის წარმოების პროცესში აუდიტორიის ჩართულობასა და თანამონაწილეობას, ინოვაციურ და ორიგინალურ პროდუქციას, შესრულებულს და მიწოდებულს ინდივიდუალური, უნიკალური სტილით.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულება

საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა და ხელმძღვანელი ორგანოების ფუნქციები, ასევე საზოგადოებრივი საბჭოების რაოდენობა, ფორმირებისა და საქმიანობის წესი და ფუნქციები.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით (მე-16 მუხლი) განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულებისას, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს პროგრამული პრიორიტეტებით – მაუწყებლის ნორმატიული დოკუმენტით, რომელსაც ქმნის და ამტკიცებს სამეურვეო საბჭო (მუხლი 20). პროგრამული პრიორიტეტები მიიღება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები

დოკუმენტი აერთიანებს ღირებულებებს, სარედაქციო პრინციპებსა და სახელმძღვანელოს, როგორც სამუშაო ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებსა და რედაქტორებს სრულყოფილ მუშაობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განმტკიცებაში.

საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო ინტეგრაციის, ეთნოსთაშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის მედიასტრატეგია

სტრატეგია ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპულ ჩარჩო კონვენციას, საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“, მათ შორის „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლს („თ პუნქტი).

საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ფორმებსა და წესს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამხატვრო საბჭოს დებულება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამხატვრო საბჭოს დებულებით განისაზღვრება სამხატვრო საბჭოს შემადგენლობა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუშაობის წესი.

თვითრეგულირების მექანიზმი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 (1) მუხლის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედებს 2009 წლიდან.

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა ეფუძნება იმ მრავალწლიან საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას, რომელიც 70 წლის განმავლობაში ვითარდებოდა და იხვეწებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლების ჩამოყალიბების პროცესში.

თანამშრომლების ორგანიზაციული სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი)

პირველი არხის თანამშრომლების ორგანიზაციული სახელმძღვანელო არეგულირებს ორგანიზაციის შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. სახელმძღვანელოს მიზანია ხელი შეუწყოს ორგანიზაციის სტრატეგიისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებას, ორგანიზაციული კულტურის გაძლიერებითა და ადამინური რესურსების მართვის საუკეთესო პრაქტიკების განხორციელებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი მიღებულია 2006 წელს და ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის უფლებების, ასევე მაუწყებლისა და მისი ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე.

სოციალური ქსელების გამოყენების წესები

სოციალური ქსელების გამოყენების წესებით განსაზღვრულია ის სტანდარტები და მოთხოვნები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტივობისას უნდა დაიცვან პირველი არხის თანამშრომლებმა.

გენდერული თანასწორობის შესახებ ანგარიში

გენდერულ თანასწორობაზე მომზადებულ ანგარიშზე All Things Being Equal  თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფი მუშაობდა, რომელიც 11 ქვეყნის წარმომადგენლისგან შედგება. გზამკვლევი აგებულია EBU-ს წევრი ქვეყნების რეალურ მაგალითებზე და მოუწოდებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ ქვეყნებს, დაიწყონ საკუთარი ორგანიზაციების მონაცემების გადახედვა ამ მიმართულებით და იმოქმედონ გენდერული ბალანსის მისაღწევად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების სიგნალის ტრანზიტის უფლება

საქართველოში ავტორიზებულმა ყველა ტრანზიტორმა სუბიექტმა, რომელსაც სურვილი აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების ტრანზიტი განახორციელოს ინტერნეტის საშუალებით (ვებ საიტები, აპლიკაციები, OTT და სხვა მსგავსი ტექნოლოგიის საშუალებით) უნდა მიმართოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას და ამ პლატფორმებისათვის განკუთვნილი სიგნალის მიწოდებას არადისკრიმინაციული მიდგომის პრინციპის დაცვით, მაუწყებლის მიერ განსაზღვრული პირობებით. მიმართვა უნდა მომზადდეს წერილობითი სახით და გაიგზავნოს მისამართზე: მ.კოსტავას 68. 0171, თბილისი, საქართველო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, ერთი მხრივ, უზრუნველყოს სიგნალის გადაცემასთან დაკავშირებული კანონისმიერი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, დაიცვას მაყურებლის უფლება, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრი ვალდებულებები, იზრუნოს ქვეყნის იმიჯზე და უზრუნველყოს ე.წ. მეკობრეული გზებით ექსკლუზიური პროდუქტის უკანონო და არამართლზომიერი გავრცელების ფაქტების აღმოფხვრა.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემისას პირადი მონაცემების დაცვის პროცედურები

წინამდებარე ინფორმაცია განკუთვნილია ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ტელევიზიით მხარდამჭერი მონაწილისთვის, სადაც წარმოდგენილია სატელეფონო ზარის განხორციელებით ხმის მიცემისას თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების და მონაცემთა დაცვის კანონის ფარგლებში თქვენი უფლებების მოკლე მიმოხილვა.