ტეგი: აშშ
დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია დაახლოებით ოთხი კვირა გაგრძელდება
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტებს B-2-ის ტიპის ბომბდამშენებმა დაარტყეს
ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის სამიზნე მათი შენობის ნაწილიც გახდა
აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა და ისრაელმა სამხედრო ოპერაციები დიპლომატიის ჩაშლის მიზნით განახორციელეს - „გარიგება ხელმოსაწერად მზად იყო, მათ, ვისაც დიპლომატიის ჩაშლა სურდა, მიზანს მიაღწიეს“
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, ირანში გარდამავალი პერიოდი წარმართოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ახალ ლიდერებს მასთან საუბარი სურთ, რასაც დათანხმდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ოპერაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს - „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის“
აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის ინფორმაციას უარყოფს - „ლინკოლნი“ არ დაბომბილა, რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა“
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, იერიში მიიტანეს აშშ-ის ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“
ირანული მედია - ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციას დღეს თეირანში 57 ადამიანი ემსხვერპლა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობით ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა
ანტონიუ გუტერეში - ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება
ვლადიმერ პუტინი - ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა
მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობისთვის შურისძიება „ლეგიტიმური მოვალეობა და უფლებაა“
პაკისტანში აშშ-ის საკონსულოზე ირანის მხარდამჭერებმა შტურმი სცადეს, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა
ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც ჩავარჭობთ დანას გულში, ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება
„სიენენი“ - აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რამდენიმე ნათესავიც დაიღუპა
დონალდ ტრამპი - ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ურჩევნიათ, ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ
ემანუელ მაკრონი - აშშ-მა და ისრაელმა ბოლო საათებში გადაწყვიტეს ირანზე თავდასხმა, საფრანგეთი, ისევე როგორც რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა, არ იყო არც ინფორმირებული და არც ჩართული