დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ოპერაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს - „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ოპერაცია დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს - „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაცია ირანში „დაგეგმილზე სწრაფად“ მიმდინარეობს.

„ეს არის ძალიან ძალადობრივი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.