ირანული მედია - ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციას დღეს თეირანში 57 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციას დღეს ირანის დედაქალაქ თეირანში 57 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანში 60 თავდასხმა განხორციელდა.
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ შექმნილმა დროებითმა ლიდერთა საბჭომ მუშაობა დაიწყო.
„ჩვენ მთელი ძალით გავაგრძელებთ იმამ ხომეინის მიერ დადგენილ გზას“, – აცხადებს ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი.
მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალები „ძალით გაანადგურებენ მტრის ბაზებს“.