ვლადიმერ პუტინი - ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა
ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილში, რომელიც მან ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა.
მან თავის ირანელ კოლეგას სთხოვა, აიათოლას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის გულწრფელი სამძიმარი გადაეცა.
„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, ამ ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანით“, – აღნიშნულია პუტინის წერილში.