ტეგი: ირანი

„როიტერი“ - აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის მეორე ფაზა მიზნად ისახავს ირანის რაკეტების მიწისქვეშა საწყობების განადგურებას, მეორე ფაზის დასრულება დამოკიდებულია რაკეტების რაოდენობაზე
ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, რომ ქურთი ოპოზიციური ჯგუფების შეიარაღებასა და ირანში გაგზავნაში მონაწილეობს 
ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლო აღმოსავლეთში ომი თუ გახანგრძლივდა, შესაძლოა, აშშ-მა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება შეამციროს
ილჰამ ალიევი - ირანულ მხარეს არაერთხელ ეცნობა, განსაკუთრებით გასულ წელს მომხდარი შეტაკებების შემდეგ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არცერთი მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული
მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი, რომელმაც კვიპროსში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას დაარტყა, ირანიდან არ ყოფილა გაშვებული
ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა - „ტერორისტულ აქტში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - უარვყოფთ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვებას, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა 
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ დღეს ირანიდან ნასროლი ექვსი რაკეტა და 131 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ჩვენ არ ვიღებთ მიზანში მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში ინციდენტის შესახებ პირველად გავიგე, უნდა გავეცნო ამ ინფორმაციას, შემდეგ შემიძლია კომენტარის გაკეთება
ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, დაარტყეს „სეპარატისტულ ტერორისტულ ჯგუფებს“, რომლებიც ირანში შესვლას დასავლეთ საზღვრიდან აშშ-ის დახმარებით ცდილობდნენ
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება
ვითარება ახლო აღმოსავლეთში
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანელი ქურთების მოქმედებას, რომელთა საქმიანობა უარყოფითად აისახება რეგიონის საერთო მშვიდობასა და სტაბილურობაზე
დიმიტრი პესკოვი - ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე მოსკოვს თეირანისგან დახმარების, მათ შორის, იარაღის მიწოდების შესახებ თხოვნა არ მიუღია
სერგეი ლავროვი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ერთვება, ასე იყო უკრაინაში და ასე ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში
მარკ რუტე - ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე
აშშ-სა და ისრაელის ირანთან დაპირისპირებას ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მსხვერპლი მოჰყვა როგორც ირანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში
გია ვოლსკი - მსოფლიოში ინტერესები ერთმანეთთან გადახლართულია, ამ ვითარებაში საქართველოში უსამშობლოთა სექტა არსებობს, რომელიც მუდმივად ხელს გკრავს, რომ ერთ ან მეორე ცეცხლში გადავარდე
რუსეთის საგარეო უწყება - აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ თეირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები განეხორციელებინა