დიმიტრი პესკოვი – ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე მოსკოვს თეირანისგან დახმარების, მათ შორის, იარაღის მიწოდების შესახებ თხოვნა არ მიუღია

14:42, 05.03.2026

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე მოსკოვს თეირანისგან დახმარების, მათ შორის, იარაღის მიწოდების შესახებ თხოვნა არ მიუღია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამ შემთხვევაში ირანის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა. ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აქ არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, – აღნიშნა პესკოვმა კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთი ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევას, მაგალითად, იარაღის მიწოდებას.

მსგავსი